სამართლის დოქტორი
ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი
ადვოკატი დოქტ. როინ მიგრიაული არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. საადვოკატო პრაქტიკაში ამუშავებს საქმეებს როგორც ზოგადი სამოქალაქო სამართლის სფეროდან, მათ შორის სანივთო და სახელშეკრულებლო სამართლიდან, ისე – კორპორაციული სამართლის სფეროდან. საადვოკატო პრაქტიკაში ბატონი როინ მიგრიაული ამუშავებს აგრეთვე საქმეებს საგადასახადო სამართლის სფეროდან, მონაწილეობს საგადასახადო ორგანოების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებში და ადმინისტრაციულ წარმოებებში. როგორც სამართლის დოქტორი, ადვოკატი როინ მიგრიაული, სპეციალიზირებულია ვალაუვალობის (გაკოტრების) სამართალში და ამ სფეროში საქმეებს ამუშავებს 1998 წლიდან, იყო რამდენიმე საწარმოს გაკოტრების მმართველი და მეურვე.
ადვოკატი დოქტ. როინ მიგრიაული არის რამდენიმე მონოგრაფიის და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
სახელი, გვარი როინ მიგრიაული
დაბადების თარიღი/ადგილი 26.07.1964წ. ქ. თბილისი
ოჯახური მდგომარეობა მეუღლე, ოთხი შვილი
განათლება
1985-1991 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული ფაკულტეტი
1987-1989 მოსკოვის უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების
სახელმწიფო ცენტრალური კურსები
1992-2004 საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი
1995-1997 ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სამეცნიერო სტაჟირება DAAD-ის სტიპენდიის
ფარგლებში
2006 ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია) სამეცნიერო კვლევა DAAD-ის სტიპენდიის
ფარგლებში
პროფესიული გამოცდილება
1990 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე
1990-1995 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
1990-1993 კონსულტანტი
1994-1995 განყოფილების უფროსი
მინისტრის მრჩეველი
1995-1998 სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისია
კომისიის წევრი
1997-1999 “როინ მიგრიაულის” საადვოკატო ბიურო
დამოუკიდებელი ადვოკატი
1999-2000 საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პატარაია”
ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი
2000 წლიდან საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორები”
ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი
2004 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
საბჭოს წევრი
2006 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
პედაგოგიური საქმიანობა
1997-2006 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამოქალაქო სამართლის კათედრის წევრი, ლექტორი, ასოცირებული პროფესორი
2007 წ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლექტორი, პროფესორი
2008 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
2008 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი
სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
2008 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
იუსტიციის სასწავლო ცენტრი
სამეცნიერო კონფერენციები და ტრენინგები
2008 აპრილი საერთაშორისო კონფერენცია ბრემენში (გერმანია): “სახელშეკრულებო სამართლისა და სახელშეკრულებო უზრუნველყოფის პრობლემები”
თემა: “უზრუნველყოფილი კრედიტორები ვალაუვალობის წარმოების გახსნის შემდეგ”
2008 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
ტრენინგები: გაკოტრებისა და სამეწარმეო სამართალში
ენების ცოდნა
1 ქართული – მშობლიური
2 გერმანული – თავისუფლად
3 რუსული – თავისუფლად
4 ინგლისური – სასაუბრო
სამეცნიერო პუბლიკაციები
ა) მონოგრაფიები
1. “შესავალი გაკოტრების სამართალში”, დამხმარე სახელმძღვანელო, 1-ლი გამოცემა, თბილისი 1999წ.
2. “შპს-ის გაკოტრების სამართლებრივი ასპექტები” (შედარებითი ანალიზი ინზოლვენცის გერმანულ სამართალთან), 1-ლი გამოცემა, თბილისი 2004წ.
3. “შესავალი გაკოტრების სამართალში”, დამხმარე სახელმძღვანელო, მე-2 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2006წ.
4. “გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან” (ჰაინრიხ შნიტგერთან ერთად), თბილისი 2011წ.
5. “ქართული კერძო სამართლის საკითხები, გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები და სხვა პუბლიკაციები”, თბილისი 2011წ.
ბ) სამეცნიერო სტატიები
1. გაკოტრების სამართალში
1. “გაკოტრების სამართლის ზოგიერთი საკითხი”, წიგნში: “სერგო ჯორბენაძე, 70, საიუბილეო კრებული”, თბილისი 1996, გვ. 347-356
2. წინათქმა, წიგნში: “საქართველოს კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, გერმანული თარგმანითა და გერმანულ ქართული იურიდიული ლექსიკონით (გაკოტრების სამართალი)”, 1-ლი გამოცემა, თბილისი, 1997წ.
3. წინათქმა, წიგნში: “საქართველოს კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, განახლებული ტექსტითა და გაკოტრების წარმოების დოკუმენტების ნიმუშებით”, 1-ლი გამოცემა, თბილისი, 2001წ.
4. “გაკოტრების კრედიტორი, როგორც გაკოტრების წარმოების ერთ-ერთი მხარე”, ჟურნალში: “ალმანახი”, #5 1998წ.
5. “მოვალის გაკოტრება, როგორც სანაციის საშუალება”, გაზეთში “მსგეფსი”, #19, 20-26 აგვისტო 1997წ.
6. “პარტნიორის სამართლებრივი მდგომარეობა შპს-ის გაკოტრებისას”, ჟურნალში “ადამიანი და კონსტიტუცია”, #3 2004წ.
7. “გადახდისუუნარობის ახალი კანონის შუქ–ჩრდილები”, ჟურნალში “ბიზნესი და კანონმდებლობა” ოქტომბერი 2009წ.
8. “მოვალის გადახდისუუნარობა – როგორც ვალაუვალობის წარმოების წინაპირობა” (ვალაუვალობის ქართული სამართლის ანალიზი), ჟურნალში “ბიზნეს-კურიერი”, მარტი 2011წ., გვ. 88-93
2. სამეწარმეო სამართალში
1. “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (კრებული)”, თბილისი, 1992
2. “შპს-ს სამართლებრივი მდგომარეობა ქართული სამართლის მიხედვით”, ჟურნალში: “საქართველოს ნოტარიატი” #2, 2001წ.
3. “სამეწარმეო საზოგადოება: გაუქმება, ლიკვიდაცია, ამოშლა (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან)”, ჟურნალში: “საქართველოს ნოტარიატი”, 2002წ. #1(5), გვ. 39-50, ასევე ჟურნალში: “სამართალი”, 2002წ. #11-12, გვ. 45-53
4. “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება”, ჟურნალში: “ნოტარიატი, სანოტარო და კერძო სამართლის მიმოხილვა. პრაქტიკა”, 2003წ. #1, გვ. 30-40, ასევე ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში”იურიდიული მეცნიერებები” 2004 წ. #2
3. სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართალში
1. ჰაინჰარდ შტაიგერი “გერმანია _ სამართალი და კონსტიტუცია”, თარგმანი, ჟურნალში: “სამართალი” #6, 1991წ.
2. “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი”, თარგმანი, თბილისი 1995წ.
4. სისხლის სამართალში
1. “წამქეზებლობის ნორმის მიზანშეწონილობისათვის”, ჟურნალში: “სამართალი”. #9_10, 1991წ.
5. საგადასახადო სამართალში
1. მე-60 და 61-ე მუხლების კომენტარი, წიგნში: “საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები”, 1-ლი გამოცემა, გამომცემლობა “თერგი XXI”, 2005წ.
2. მე-60 და 61-ე მუხლების კომენტარი, წიგნში: “საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები”, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა “საარი”, 2006წ.