საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორები’’ (წინამორბედი “როინ მიგრიაულის საადვოკატო ბიურო”) დაფუძნდა 1997 წლის ივლისში. დღევანდელი სახელწოდებით საადვოკატო ბიურო საქმიანობს 2000წ. 5 იანვრიდან, როდესაც ადვოკატებმა დოქტ. როინ მიგრიაულმა და ზაზა ჯაფარიძემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დააფუძნეს სამოქალაქო სამართლის ამხანაგობა.
საადვოკატო ბიურო პარტნიორებისა და მასში დასა-
ქმებული ადვოკატების (იურისტების) მეშვეობით საადვოკატო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ადგილობრივ და უცხოელ კომპანიებსა და მათ წარმომადგენლობებს, კომერციულ ბანკებს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და ფიზიკურ პირებს.
საადვოკატო ბიურო წარმართავს სამოქალაქო, ადმი-
ნისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებს, მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებებში, მათ შორის საგადასახადო დავებთან დაკავშირებით.
2010 წლიდან საადვოკატო ბიურო ავტორიზირებუ-
ლია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და უფლებამოსილია განახორციელოს წინარე სარეგისტრაციო მომსახურება.
საადვოკატო ბიურო საადვოკატო და საკონსულტა-
ციო მომსახურებას ახორციელებს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
საადვოკატო საქმიანობასთან ერთად საადვოკა-
ტო ბიურო შეზღუდული მოცულობით ეწევა აგრეთვე საქველმოქმედო საქმიანობასაც.